ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი თინა აკეტოფტი ცხინვალს ეწვევა. აკეტოფტი „ომი საქართველოსა და ოსეთს შორის 2008“ ჰუმანიტარული შედეგების მოხსენებაზე მუშაობისას, რამდენიმე პრობლემასას წააწყდა და ინფორმაციის დასაზუსტებლად,ის სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვევა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ლეონიდ სლუცკის განმარტებით კი, საპარლამენტო ბიურომ მომხსენებელს შესთავაზა გაეგრძელებინა მოხსენების ვადები, თუმცა სლუცკის განმარტებით, ის აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა ასამბლეის რეგლამენტს.
„რაიმე პრობლემები კი არ შეიქმნა დოკუმენტზე მუშაობისას, „სინამდვილეში მოხდა ის, რომ მომხსნებელი ვერ ჩაეტია დროში, რომელიც 30 აპრილს გავიდა. ახლა კი აუცილებელია გაკეთდეს ახლი მოთხოვნა, ხელი მოეწეროს და ბიუროში წარადგინონ. მათ სურთ ისე გააკეთონ, რომ ვითომ ეს ახალი მოხსენებაა, სინამდვილეში სახელწოდებაა ფორმალურად შეცვლილი და მხოლოდ სინონიმებია დამატებული“,- განაცხადა სლუცკიმ.