პარლამენტი ჯერ ქუთაისში არ გადასულა, თუმცა, პარლამენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე ახალი პარლამენტის შენობის ინტერიერია გამოსახული.
საკანონმდებლო ორგანო სამუშაოდ ქუთაისში ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უნდა გადავიდეს, მანამდე კი პარლამენტმა საქმიანობა თბილისში უნდა დაასრულოს. არადა, ახალ საიტზე უკვე ატვირთულია ქუთაისის პარლამენტის შენობის ამსახველი სურათები.
ახალ საიტზე სიახლე ის არის, რომ დეპუტატთან დაკავშირება შეგეძლება. რამდენად გასცემს დეპუტატი მოქალაქის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხს ეს მეორე საკითხია, თუმცა, ამის შესაძლებლობას საიტი მაინც გაძლევს.
პარლამენტის ახალი საიტი გუშინ გვიან ღამით ამოქმედდა.