დამასკოს სასამართლოსთან მომხდარი აფეთქების და სახელისუფლებო ტელევიზიაზე აჯანყებულების თავდასხმის შემდეგ, სირიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ტერორისტებათან მიმდინარეობს ბრძოლა, რომელსაც დასავლეთი იარაღით ამარაგებს.
Euronews-ის ინფორმაციით, ბაშარ ასადი ჟურნალისტებს არ ეკონტაქტება, თუმცა მან ირანის ტელევიზიას მისცა ინტერვიუ, სადაც აცხადებს, რომ ის ვალდებულია,თავისი მოქალაქეები ტერორისტებისგან დაიცვას.
„ კოფი ანანის გეგმა ეს ძალიან კარგი გეგმაა. ამ გეგმაში განსაკუთრებით კარგია ის, რომ საუბარია ძალადობის შეჩერებაზე, რაც ტერორისტებს საშუალებას მისცემს შეწყვიტონ თავისი ქმედებები, ხოლო იმ ქვეყნებს, რომლებიც მათ ამარაგებენ, შეუწყვიტონ იარაღისა და ფულის გამოგზავნა. მე ანანის გეგმა ეფექტურად მეჩვენება, როგორც ამჟამად, ისე მომავლისთვის“,-განაცხადა სირიის პრეზიდენტმა.