ამერიკელები, რესპუბლიკელები და სადაზღვევო კომპანიები ბარაკ ობამას წინააღმდეგ

ამერიკელები, რესპუბლიკელები და სადაზღვევო კომპანიები ბარაკ ობამას წინააღმდეგ

ორი წლის შემდეგ ყველა ამერიკელი ვალდებული იქნება სამედიცინო დაზღვევა შეიძინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმის გადახდა მოუწევს. ამერიკის უმაღლესმა სასამართლომ დაამტკიცა კანონი ჯანდაცვის შესახებ, რომელიც ბარაკ ობამამს ადმინისტრაციამ წარადგინა.

„მე ვიცი რომ ამ საკითხით უკმაყოფილო ბევრია. მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. როგორიც არ უნდა იყოს პოლიტიკა, სასამართლო გადაწყვეტილება ყველა ამერიკელის გამარჯვებაა-მათი სიცოცხლე კანონით იქნება დაცული“,- განაცხადა ბარაკ ობამამ.

სავალდებულო დაზღვევის მოწინააღმდეგე ამერიკელები და სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები ქუჩაში გამოვიდნენ. რესპუბლიკლეების საპრეზიდენტო კანდიდატმა  მით რომნიმ განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეს ამ კანონს შეცვლის.

„მე მხარს არ ვუჭერ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. ის, რაც მან არ გააკეთა სხდომაზე, გავაკეთებ მე ჩემი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეს, თუ პრეზიდენტად ამირჩევენ: კანონს გავაუქმებ“,- განაცხადა რომნმა.