ევროკავშირი ბანკებზე კონტროლს ამკაცრებს

ევროკავშირი ბანკებზე კონტროლს ამკაცრებს

ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე, ლიდერი ქვეყნის წარმომადგენლებმა ბანკებთან დაკავშირებით, როგორც იქნა ერთიანი შეთანხმება მიიღეს. გადაწყდა, რომ ბანკებს დახმარებისთვის თანხები საერთო ევროპული სტაბილიზაციის ფონდიდან გამოეყოფათ. სულ კი შეთანხმების შედეგად, ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ეკონომიკის სტიმულირებისთვის ფონდიდან 120 მილიარდი ევრო გამოიყო.

შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენს ის, რომ ბანკებისთვის გამოყოფილი თანხები არ მიემატება კონკრეტული ქვეყნების დავალიანებებს.  ესპანთის და იტალიის ხელისუფლების წარმოამდგენლები შიშობდნენ, რომ მათ ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთის გადახდა დაეკისრებოდათ.

„მოლაპარაკებათა პროცესი არ იყო იოლი, თუმცა მიღებული შედეგი ძალიან კარგია“,- განაცხადა დღეს დილით გამართულ პრესკონფერენციაზე მარიო მონტიმ.

ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება დამუშავდება და სრულყოფილ ფორმას ევროკავშირის შემდეგი სამიტისთვის მიღებს, რომელიც ივლისის თვეში გაიმართება.