გადაუღებელი წვიმების გამო, ინდოეთის შტატ ასამში მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა.
BBC-ის ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილია 27 ადამიანი. მოსახლოება სახლებიდან გასაბერი ნავებით გამოჰყავთ.
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში მეორე კვირაა გადაუღებლად წვიმს. ინდოეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ასეთი წყალდიდობა ინდოეთის ამ რეგიონში 1998 წლის შემდეგ არ ახსოვთ.