დღეს, 10:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლო ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
„საპელაციო სასამართლოს აქვს შესაძლებობა, ჩამოირეცხოს ის სირცხვილი, რომელიც შიშის გამო ჩაიდინა ქვეყნის პირველმა პირმა, მიხეილ სააკაშვილმა. ეს იმ მასშტაბის გადაწყვეტილებაა, როდესაც ქვეყნის მართლმსაჯულების ავტორიტეტი დარტყმის ქვეშაა", - აცხადებეს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ეკა ბესელია.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის ბათილად ცნობის მოთხოვნით შეტანილ სარჩელზე პირველი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასმართლოში გაიმართა. მაშინ საქალაქო სასამართლომ აღიარა, რომ მიხეილ სააკაშვილი შეცდა, როდესაც ეკატერინე ხვედელიძეს მოქალაქეობა ჩამოართვა და ამიტომ ივანიშვილის მეუღლეს მოქალაქეობა აღუდგინა, თუმცა ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში დატოვა, რის გამოც მისმა ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.