For.ge - ს (presage.tv) გამოკითხვის მიხედვით, შეკითხვას ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს, შედეგებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს.
გამოკითხვის მიხედვით, პარტიების სასარგებლოდ ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ნაციონალური მოძრაობა“ 6.4%, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 74.4%, „ქრისტიან დემოკრატები“ 0.4%, „ლეიბორისტული პარტია“ 1.5%, „თავისუფალი საქართველო“ 2.3%, „ახალი მემარჯვენეები“ 1.2%, „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ 8.9%, „მწვანეთა პარტია“ 2.0%, სხვა 0.9%, არც ერთს 2.1%.
გამოკითხვა for.ge-ს საიტზე 2 კვირის მანძილზე გრძელდებოდა, მასში მონაწილეობა 10860 ადამიანმა მიიღო.