ლონდონის პოლიციამ WikiLeaks-ის დამფუძნებელს ჯულიან ასანჟის, რომელიც რამდენიმე დღეა დიდ ბრიტანეთში ეკვადორის საელჩოს შენობაში იმყოფება, წერილი გაუგზავნა, რომელშიც საელჩოს ტერიტორიის დატოვებას და სამართალდამცავებისთვის ჩაბარებას ურჩევს.
წერილში ნათქვამია, რომ ასანჟი პოლიციის განყოფილებაში ხვალ უნდა გამოცხადდეს.
ჯულიან ასანჟის შვედეთში ექსტრადირება ემუქრება, სადაც მას სექსუალური ძალადობის მუხლით გასამართლება ემუქრება და რომელსაც ასანჟი კატეგორიულად უარყოფს.
ეკვადორის სახელმწიფოს, რომელსაც ჯულიან ასანჟიმ თავშესაფარი რამდენიმე დღის წინ სთხოვა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.