ტეხასის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, საუდიის არაბეთის წარმომადგენელი ხალილ ადავსარი ამერიკის პოლიციამ დააკავა.
ადავსარს ბრალად ედება ჰიდროელექტროსადგურების, ელექტროსადგუირებისა და ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ-უმცროსის ტეხასის სახლის აფეთქების განზრახვა, რომელსაც ის „ტირანის სახლს“ უწოდეს.
სტუდენტზე ეჭვი ქიმიური კომპანიის მეპატრონეებმა მიიტანეს, როდესაც ადავსარმა საკმაოდ დიდ რაოდენობით ეთილი შეიძინა. სახლის ჩხრეკისას ამერიკელმა სამართალდამცავებმა დიდი რაოდენობით ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ბომბის დასამზადებლადაა საჭირო, გარეთვე ჰიდროელექტროსადგურების, ელექტროსადგურებისა და ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის სახლის გეგმები იპოვეს. არაბი სტუდენტი „ჯიჰადის“რიგების წარმომადგენელია.