თინა ხიდაშელი: „ხელისუფლებამ თქვა, რომ მოქალაქეების მიერ აკრძალული ტელევიზიების ყურება „არ შეიძლება“

თინა ხიდაშელი: „ხელისუფლებამ თქვა, რომ მოქალაქეების მიერ აკრძალული ტელევიზიების ყურება „არ შეიძლება“

„ხელისუფლებამ თქვა, რომ მოქალაქეების მიერ აკრძალული ტელევიზიების ყურება არ შეიძლება. სწორედ ეს იყო ერთადერთი მიზეზი იმ სპეცოპერაციის, რომელიც "გლობალ ტვ"-სთან დაკავშირებით განხორციელდა", - ეს განცხადება რესპუბლიკური პარტიის ერთ ერთმა ლიდერმა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წვერმა, თინა ხიდაშელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

როგორც ხიდაშელი აცხადებს, სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებიდან მხოლოდ იმის დასკვნა შეიძლება, რომ გლობალ ტვ-იმ ანტენების დაყენებით მოსახლეობას მისცა ტელევიზიების ყურების საშუალება, ამით კი განჩინების მიხედვით, პოლიტიკურ კოალიციას „ქართულმა ოცნებას“ უკანონო შემოწირულობა  მიუღია გლობალ-ტვ-ისგან.

„ამით საქართველოს ხელისუფლებამ თქვა, რომ მაესტროსა და მე-9არხის ყურება, უკანონო შემოწირულობა ყოფილა კოალიცია „ქართული ოცნებისთვი“-ს. ამის ლეგიტიმაცია ხელისუფლებას არ აქვს და ჩავარდა იმ აბსურდში, რომელშიც ჩავარდა და თქვა, მოსახლეობის მიერ ანტენების საშუალებით მიღებული ინფორმაცია უკანონო შემოწირულობაა ქართული ოცნებისთვის“, - განაცხადა ხიდაშელმა.