საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ჯალაღონიას განცხადებით, 28 -29 ივნისს საქართველოს ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე ალექსანდრე ვერშბოუ ეწვევა.
ჯალაღონიას განცხადებით, ვერშბოუ ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
„ეს ვიზიტი არის გაგრძელება ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და ჩიკაგოს მეტად წარმატებული სამიტისა. ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხება ISAF-ის პროგრამაში საქართველოს მონაწილეობას და საქართველოს როლს ავღანეთის სამშვიდობო პროცესში, მათ შორის 2014 წლის შემდეგ“,- განაცხადა ჯალაღანიამ.