საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოს ზაფხულის სესიაზე დასასწრებად სტასბურგს გაემგზავრა.
დელეგაციაში შედიან მიხეილ მაჭავარიანი, პეტრე ცისკარიშვილი, გოკა გაბაშვილი, დავით დარჩიაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, გიორგი კანდელაკი და აკაკი მინაშვილი.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სტასბურგში დაახლოებით ერთი კვირა დარჩება.
ამ სესიაზე საქართველოსთან დაკავშირებულით რაიმე დოკუმენტის მიღება არ იგეგმება.