"ევრო2012“- ის ფინალური მატჩიდან ორი კვირის შემდეგ, პორტუგალიელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „რეალ მადრიდის“ მთავრი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ თავის დიდი ხნის მეგობარ გოგონაზე, რუს მოდელ ირინა შეიკზე ქორწინდება. ამაზე დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა ქორწინების თარიღი ოფიციალურად გუშინ დამოწმდა.
ქორწინების ცერემონია 12 ივლისს, მადრიდში პორტ-სანტის კუნძულზე გაიმართება. როგორც ამბობენ, ქორწილზე ბევრი სტუმარს ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ წყვილმა ერთმანეთი ნახევარი წლის წინ გაიცნო. მოდელი ფეხბურთელს თავდაპირველად სიყვარულით არ პასუხობდა, თუმცა რონალდუმ მაინც მოახერხა რუსი ლამაზმანის მოხიბვლა. 2012 წლის თებერვალში ფეხბურთელმა შეყვარებულს ხელი პირდაპირ ეთერში, დევიდ ლეტერმანის შოუში, სთხოვა, სადაც ირინამ რონალდუს თანხმობით უპასუხა.