ნაციონალურმა მოძრაობამ წლის დასაწყისიდან 1 768 492 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო

ნაციონალურმა მოძრაობამ წლის დასაწყისიდან 1 768 492 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო

კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, 2012 წლის პირველი იანვრიდან 19 ივნისამდე "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" 1 768 492 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო.

ამის შესახებ უწყებამ ინფორმაცია საკუთარი ვებ-გვერდის საშუალებით გაავრცელა, რომელიც პოლიტიკური გაერთიანებების მიერ 2012 წლის პირველი იანვრიდან 19 ივნისამდე პერიოდში მიღებული შემოწირულებების შესახებ მოიცავს ინფორმაციას.

მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში პარტიის სასარგებლოდ თანხა 75-მა პირმა გადარიცხა. მათ შორის, მაქსიმალური შემოწირულობა 60 ათასი ლარის ოდენობით პარტიისთვის ამირან ქორთიაშვილმა, ჯამბულატ ჯაყელმა, მიხეილ ესიაშვილმა, ზურაბ გოზალიშვილმა, გიორგი დევაძემ, ნიკოლოზ ღონიაშვილმა, კახაბერ დამენიამ, იზაბელა გუტიძემ, დავით ჩანტლაძემ, შოთა აბულაძემ, მურად წკრიალაშვილმა, ნოდარ ალადაშვილმა, იაგო ჩოჩელმა და იაგო გვრიტიშვილმა გაიღეს. 


მინიმალური შემოწირულობის სახით "ნაციონალურმა მოძრაობამ" 4 ათასი ლარი მიიღო.