პაკისტანის „ალ-ქაიდას“ კიდევ ერთი ლიდერი დააკავეს

პაკისტანის „ალ-ქაიდას“ კიდევ ერთი ლიდერი დააკავეს

პაკისტანისა და ირანის საზღვარზე საფრანგეთის მოქალაქე, ადგილობრივი „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი დააკავეს.

რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ნაამენ მაზიში  პაკისტანელის მებრძოლებისა და ევროპის რადიკალური ისლამისტების დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სპეცსამსახურები თვალყურს ადევნებდნენ მაზიშის გადაადგილებას.