აშშ-ს ქალაქ ბალტიმორში, საქართველოს მოქალაქე, 23 წლის, ბექა ზარდიაშილი მოკლეს. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ბექა ზარდიაშილი მართლმადიდებლური ეკლესიის სტიქაროსანი იყო.
ბექა ზარდიაშვილის თბილისში მცხოვრებ ახლობლებს მკვლელობასთან დაკავშირებით ვერსიები ჯერჯერობით არააქვთ. მათთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ბექა ზარდიაშვილს აფრო-ამერიკული წარმოშობის ადამიანმა ყელი გამოჭრა.
მომხდარის შესახებ, უკვე ინფორმირებულია საქართველოს საკონსულო ვაშინგტონში. აშშ-ში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან შესული შეტყობინების თანახმად საქართველოს მოქალაქე აშშ-ში მოკლული იქნა შელაპარაკების ნიადაგზე. საელჩოს, ამერიკელი სამართალდამცავებისგან სხვა ოფიციალური შეტყობინება ჯერჯერობით არ მიუღია
ზარდიაშვილების ოჯახი აშშ-ში, მწვანე ბარათის მოპოვების შემდეგ ცხოვრობს.