საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი ინტერესის საგანი გეოპოლიტიკა იყო: რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა, - წერს Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი.
„ფრანგულმა საგარეო დაზვერვის სამსახურებმა დაადასტურეს ჩემთან შეხვედრა, მათი მტკიცებით, ტერორიზმისა და ბავშვთა პორნოგრაფიის აღსაკვეთად. სინამდვილეში, საუბარში ბავშვთა პორნოგრაფია ნახსენები საერთოდ არ იყო. მათ ნამდვილად სურდათ IP მისამართები საფრანგეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების, თუმცა მათი ძირითადი ყურადღების საგანი მაინც ყოველთვის გეოპოლიტიკა იყო: რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა“, - წერს დუროვი.