„საქართველოს ბანკთან“ გამართული აქციის ერთ ერთმა მონაწილემ ვენების გადაჭრა სცადა

„საქართველოს ბანკთან“ გამართული აქციის ერთ ერთმა მონაწილემ ვენების გადაჭრა სცადა

„საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისთან გამართულ აქციაზე, ერთ ერთმა მონაწილემ ვენების გადაჭრა სცადა.

აქცია „ლეიბორისტული პარტიის“ ორგანიზებით მოეწყო. მათი ინფორმაციით, დაზარალებული დაახლოებით 50 წლის ქუთაისელი გია ხამაშურიძეა, რომელმაც მაჯაზე საკანცელარიო დანა დაისვა, რის შემდეგად ხამაშურიძემ გონება დაკარგა. 

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დაზარალებულს ქონება ქუთაისში ბანკში ჰქონდა ჩადებული და მან სესხის გადახდა ვერ მოახერხა, რის შემდეგაც ქონების გაყიდვის საკითხი დადგა დღის წესრიგში. მათი თქმით, იგი გადასახადის გადანაწილებასა და გადავადებას ითხოვდა, მაგრამ ბანკმა ამაზე უარი უთხრა. 

„ამ ადამიანებმა ქუთაისის ცენტრში აიღეს ავარიული შენობა, რომლის გასარემონტებლად ბანკიდან კრედიტი 1 მლნ 300 ათასის ოდენობით გამოიტანეს, ბანკში კი - შესაბამისი გასარემონტებელი შენობა ჩადეს, რომლის ღირებულება 5 მლნ დოლარი იყო. ბანკის კრედიტი, 1 მლნ 200 ათასი დოლარის ოდენობით, მათ გადაიხადეს, მაგრამ 2008 წლის ომისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო, საქართველოს სხვა მოქალაქეების მსგავსად, ისინი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ამიტომ სთხოვეს ბანკს, კრედიტის გადახდა გადაევადებინა და მათი კუთვნილი ქონება არ გაეყიდა“-განაცხადა ჯიბლაძემ.

სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, რომელიც ადგილზე 40 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა, ხამაშურიძე ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანა.