კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია, სენაკში ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ვეტერანებს შეხვდა.
შეხვედრაზე ალასანიამ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს „ქართული ოცნების“ გეგმები და ის ხედვა გააცნო, რომელთა მოგვარებას კოალიცია ოქტომბერში არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აპირებს.
„სახლმწიფოს ვალია დააფასოს საკუთარი ჯარისკაცი. ჩვენი ღირსების საქმეა, რომ მებრძოლი იყოს ყველაფრით უზრუნველყოფილი. „ქართული ოცნება“ გპირდებათ, რომ ომში დაღუპული ყველა ჩვენი გმირის შვილები მიიღებენ სრულფასოვან განათლებასა და ჯანდაცვას სახელმწიფოს ხარჯზე“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ სენაკში ვეტერანებთან შეხვედრაზე.