გაბაშვილი ირწმუნება, რომ ნაციონალები მაჟორიტარებთან დაკავშირებით  აქცენტს სამართალდამცავ სტრუქტურებში მომუშავეებზე არ აკეთებენ

გაბაშვილი ირწმუნება, რომ ნაციონალები მაჟორიტარებთან დაკავშირებით აქცენტს სამართალდამცავ სტრუქტურებში მომუშავეებზე არ აკეთებენ

საპარლამენტო  უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარებთან დაკავშირებით განსაკუთრებულ აქცენტს სამართალდამცავ სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებზე არ აკეთებს.  

from.ge–ს კითხვაზე „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით აქცენტს რატომ აკეთებს ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებზე, გაბაშვილმა განაცხადა, რომ ძალოვნებზე აქცენტი არ კეთდება.

„ადამიანი პოლიტიკაში შეიძლება მოვიდეს სამართალდამცავი უწყებიდან და თავის გამოცდილება პოლიტიკაში გამოიყენოს. განსაკუთრებული აქცენტი არავისზე არ კეთდება. ჩვენი კანდიდატები იქნებიან იურისტები, ეკონომისტები, სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები, ის ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო საქმიანობაში არიან გამოცდილები, მათ შორის ისეთები ვისაც სამართალდამცავ უწყებაში უმუშავიათ“, – აღნიშნა გაბაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდში კენჭს იყრის სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო  პროკურატური როლანდ ახალაია,  კრწანისის რაიონში-დავით საყვარელიძე და ნინოწმინდის რაიონში- პოლიციის უფროსი სამველ პეტროსიანი.