საპატრულო პოლიციის მეტროპოლინეტის 20-ზე მეტმა თანამშრომელმა ფონდ „ქომაგს“ დახმარებისთვის მიმართა.
მეტროპოლიტენის თანამშრომელთა განცხადებით, ისინი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს.
მათი თქმით, მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციამ 50-ზე მეტ თანამშრომელს სამსახურიდან გათავისუფლებაზე პატაკი დააწერინა. მათივე განცხადებით, შემოსავლის ერთადერთი წყარო ანაზღაურება იყო და უმეტესობას საბანკო სესხიც კი აქვს აღებული.
ერთ-ერთი თანამშრომლის ვახტანგ დადუნაძის განცახდებით, ისინი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
„შვიდ ივნისს დაგვიბარეს საპატრულო პოლიციაში და მოულოდნელად ყველას ახსნა-განმარტებითი ბარათები დაგვაწერინეს და გათავისუფლების პატაკზე ხელი მოგვაწერინეს. გვითხრეს, რომ რეორგანიზაცია ხდება და ყველანი ისევ აუცილებლად დაინიშნებითო, თუმცა სამი დღის შემდეგ, ისევ საპატრულო პოლიციაში დაგვიბარეს და გვითხრეს თავისუფლები ხართ სამსახურიდანო“, - განაცხადა დადუნაძემ.
ფომდ „ქომაგის“ ხელმძღვანელი ია მეტრეველი მეტროპოლიტენის გათავისუფლებულ თანამშრომლებს დახმარებას დაპირდა და განაცხადა, რომ მათ ხელფასის ოდენობის კომპენსაცია დაენიშნებათ.
„ზოგი მათგანი გვარის გულისთვის გაათავისუფლეს ერთ-ერთი მათგანი ხვედელიძეა, ზოგიერთ მათგანში სატელეფონო მოსმენენისას, რაღაც გამონათქვამი არ მოეწონათ და მიიჩნიეს, რომ ესენი მათთვის სანდო თანამშრომლებს არ წარმოადგენენ. ფონდი „ქომაგი“ დაეხმარება რა თქმა უნდა, ამ ხალხსაც და სხვა რეპრესირებულ პოლიციელებსაც“, - განაცხადა მეტრეველმა.