არასტანდარტული მოდელების ეროტიული ფოტოსესია იტალიურ Vogue-ში (VIDEO)

არასტანდარტული მოდელების ეროტიული ფოტოსესია იტალიურ Vogue-ში (VIDEO)

იტალიელებს, მხოლოდ გემრიელი სამზარეულოთი როდი იცნობენ, მათ ასევე „გემრიელი“ ქალებიც ჰყავთ. ამას,  სხვა ბერვ გარემოებასთან ერთად, იტალურ Vogue -ს ახალ ნომერში გამოქვეყნებული იტალიელი ქალბატონების თამამი ფოტოსესიაც მოწმობს, სახელწოდებით - Sogno di Donna. ამ ფოტოსესიისთვის ჟურნალმა სპეციალურად მოიწვია plus-size-ს მოდელები.

არასტანდარტული მოდელები კენდის ჰაფი, ტარა ლინი და რობინ ლოული ნამდვილი სექს სიმბოლოები არიან. ისინი მოდის ინდუსტრიის, ცნობილმა ფოტოგრაფმა სტივენ მეიზელმა გადაიღო. სტივენმა კარიერა ილუსტრატორის პოზიციით დაიწყო. ერთხელ მეგობარმა მოდელებმა მას სთხოვეს პორტფოლიოსთვის რამდენიმე ფოტო გადაეღო.  ეს ფოტოები სრულიად შემთხვევით მოხვდა ჟურნალი  Seventeen -ის რედაქტორის ხელში და  სწორედ ამ დღიდან დაიწყო სტივენის, როგორც მოდის ფოტოგრაფის წარმატებული კარიერა.

მას, ერთ-ერთი, პირველი ფოტოსესია ჰქონდა მადონასთან,  სკანდალურად ცნობილი სიმღერის კლიპისთვის  „Sex“.  ფოტოგრაფის დებიუტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მადონამ მოისურვა რამდენიმე ფოტო მისი ალბომის გარეკანისთვის გამოეყენებინა.  1988 წლიდან სტივენ მეიზელი  თანამშრომლობს Vogue Italia-სთან, ჟურნალში მან მალევე მოიპოვა ნდობა და გახდა ჟურნალის გარეკანის მთავარი მხატვარიც.

ვერ გეტყვით, როგორ აღიქვა კათოლიკურმა იტალიამ მდიდრულ აპარტამენტებში,  ძვირფასი თეთრეულით  გადაღებული,  დიდებული ქალბატონები, მაგრამ ისინი ფოტოებზე საუცხოოდ დახვეწილი, ქალური, მგრძნობიარე და ეროტიულები არიან.