დოკუმენტური ფილმის პრემიერა, რომელიც puff diddy-ის შესახებ მოგვითხრობს, 14 იანვარს შედგება.
"ცუდი ბიჭის აღზევება" - ასე ჰქვია ფილმს, რომელზეც სტრიმინგ სერვისი "ფიქოქი" მუშაობს. ეს არის პირველი დოკუმენტური ფილმი, რომელიც Diddy-ს მიმართ დაწყებულ სკანდალსა და სექსუალური ძალადობის ბრალდებებს ეხება.
დოკუმენტურ ფილმში ასევე გამოჩნდებიან Diddy-თან დაახლოებული პირები: ყოფილი თანამშრომლები, მისი დაცვის წევრი და ბავშვობის მეგობარი.
მოსალოდნელია, რომ მომავალში კიდევ რამდენიმე მსგავსი დოკუმენტური ნამუშევარი გამოვა. ერთი-ერთი მათგანი კი, 50 Cent-ის პროდიუსერობით მზადდება.