როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სულ სამი კომპანიის მიერ - "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი.

მიმდინარე კვირის შედეგები ასე ნაწილდება:

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 1.09%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 46.50 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 2.28 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 13.55%-ით გაიზარდა.

"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 1.80%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 31.10 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.71 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 17.58%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება "საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციები 5.97%-ით გაიზარდა. შედეგად ერთი აქციის ფასი 12.42 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 578 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 20.82%-ით გაიზარდა.