ხვალ, უფლისციხის კომპლექსში თეატრალური კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია ტარდება ერისთავის თეატრის მოწვევითა და რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ორგანიზებით. მას ასევე მხარს უჭერს გორის მუნიციპალიტეტი.
ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით მსგავსი თეატრალური კონფერენციის პრეცენდენტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დღემდე არ ყოფილა.
კონფერენცია 11 საათზე დაიწყება და 18 საათამდე გასტანს. მისი თემაა - „სახელოვნებო პროცესები“ . მასში მონაწილეობას მიიღებენ თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორები და დოქტორანტები. კერძოდ, კინო, თეატრ, ტელემედია და მუსიკათმცოდნეები. ისინი დაინტერესებული საზოგადოების თანდასწრებით მიმოიხილავენ ბოლო ათწლეულების მანძილზე ხელოვნების სფეროში მიმდინარე პროცესებს.
ხვალინდელ დღეს ერისთავის თეატრში, პერფომანსი „საქსაphone“ დაასრულებს.