პრეზიდენტ მიხეილ საკაშვილის ჯანმრთელობას არანაირი პრობლემა არ შექმნია. ამის შესახებ from.ge–ს უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა განუცხადა,
„დაანებეთ თავი არასწორი ინფორმაციების გავრცელებას. პრეზიდენტის ჯანმრთელობას არანაირი პრობლემა არ შექმნია. ფეისბუქზე დადებული ინფორმაციები სანდო წყარო არ არის“, – აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.
დღეს სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი შეუძლოდ გახდა და ერთ–ერთ საავადმყოფოში იმყოფებოდა.