„სირიისკენ მიმავალი რუსული სამხედრო გემი „ალაიდი“, რომელსაც სასიკვდილო“ უწოდეს, იძულებული გახდა უკან მობრუნებულიყო“,-წერს Daily Telegraph.
ბრიტანულმა სადაზღვევო კომპანიამ Standard Club-მა სირიისკენ მიმავალ გემს „ალაიდს“ და სხვა გემებს, რომლებიც რუსული გემების კომპანიის „ფემკოს“ კუთვნილებაშია, დაზღვევა მოუხსნა, რის შედეგადაც ლაინერი იძულებული გახდა რუსეთში გაბრუნებულიყო.
Daily Telegraph-ის ინფორმაციით, სირიისკენ მიმავალი გემი შოტლანდიის ნაპირიდან 50 მილის მანძილზე იმყოფებოდა, როდესაც Standard Club-ის ბრძანებამ მოუსწრო.
Independent-ის ინფორმაციით, “ალაიდზე“ სავარაუდოდ ათეული შვეულმფრენი Ми-25 იყო, რომელსაც „მფრინავ ტანკებსაც“ უწოდებენ. „ ეს მოდელი გახლავთ ეშმაკისეული მოწყობილობა, რომლის ერთადერთი დანიშნულებაცაა განადგურება“,- წერს გამოცემა.