ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში პოპულარული მომღერალი, ახალგაზრდა გაზალ ჯავედი, პეშავარში, კოსმეტიკური სალონიდან მამასთან და დასთან ერთად მომავალი მანქანაში ჩაცხრილეს.
პოლიციელების წინასწარი ინფორმაციით, მსროლელეთა შორის, რომლებიც გოგონას მოტოციკლეტებიდან ესროდნენ, მისი ყოფილი მეუღლე ჯაჰანგ ხანიც იყო. ისინი 2010 წელს დაქორწინდნენ, მაგრამ მალევე გაიყარნენ, მეუღლე მომღერალს კარიერის დასრულებას სთხოვდა. ჯაჰანგ ხანს კიდევ ერთი ცოლი ჰყავდა. წყვილის განქორწინების შემდეგ ამბობდნენ, რომ ჯაჰანგი მეუღლეს ამ დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას არ შეარჩენდა. როგორც ჩანს ასეც მოხდა.
პაკისტანელი სამართალდამცავებს, მკვლელობის სხვა ვერსიას, ამ დრომდე არ ასახელებენ.