მოდის სახლ Alexander McQueen-ის დირექტორი სარა ბერტონი ბრიტანეთის იმპერიისგან სპეციალური ორდენით დაჯილდოვდა. დიზაინერს ორდენი გადაეცა მსოფლიო მოდის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და იმ დამსახურებებისთვის, რომელიც მას სამეფო ოჯახის წინაშე აქვს. პირადად სარას ეკუთვნის ქეით მილდტონის ცნობილი საქორწილო კაბის დიზაინი, რომელსაც შემდგომ, საპატარძლო კაბების დიზაინის ცვლილება დაეფუძნა.
ჯილდო სამეფო ოჯახისგან მსოფლიო მოდის სხვა წარმომადგენლებმაც მიიღეს, მათ შორისაა აქსესუარების დიზაინერი ლარა ბოინკი, Mulberry -ს კრეატიული დირექტორი ემა ჰილი და მსახიობი და მოდელი ქეით უინსლეტი.