მიხეილ სააკაშვილის პროგრამის განხორციელება „ღიმილიანი საქართველო“, რომელიც ხანდაზმულთა უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებასა და კბილების ჩასმას გულისხმობდა და რომლისთვისაც საქართველოს ბიუჯეტიდან 10-15 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, ჯერჯერობით საქართველოს არცერთ რეგიონში არ დაწყებულა.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ხანდაზმული ადამიანების უფასო სტომატოლოგიური მომსახურების პროექტზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს და კონკრეტული პირობებიც პროექტის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი გოდაბრელიძის განცხადებით კი, საპილოტე პროგრამის განხორციელება აღმოსავლეთ საქართველოდან დაიწყება და მოგვიანებით მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება. ,,ღიმილიანი საქართველოს” პროგრამით პირველ ეტაპზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობა და ხანში შესული მოქალაქეები ისარგებლებენ.