ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრის რიკარდო პატინოს განცხადებით, Wikileaks- დამფუძნებელის ჯულიან ასანაჟის თხოვნა ეკვადორისთვის თავშესაფრის მიცემის შესახებ, განხილვის პროცესშია.
„ ეკვადორის ხელისუფლება ჯულიან ასანჟის თხოვნას განიხილავს. ნებისმიერი მიღებული გადაწყვეტილება დაეფუძნება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, აგრეთვე იმას, რომ ეკვადორში დიდი ყურადღება ექცევა ადამიანის უფლებების დაცვას“,-განაცხადა საგარეო მინისტრმა.
ჟულიან ასანჟი ორი დღის წინ, მას შემდეგ რაც ლონდონის სასამართლომ შვედეთში ექსტრადირების გასაჩივრებაზე უარი განუცხადა, ლონდონში განთავსებულ ეკვადორის საელჩოს შენობას მიადგა და თავშესაფარი მოითხოვა. ასანჟიმ დიდ ბრიტანეთში ეკვადორის ელჩს, ასევე მისი ქვეყნის პრეზიდენტისადმი თხოვნის წერილიც გადასცა, სადაც სკანდალური საიტის დამფუძნებელი ეკვადორში ცხოვრების უფლებას ითხოვს. ჟულიან ასანჟი ისევ ეკვადორის საელჩოს შენობაში იმყოფება.