პუტინი და ობამა ისევ ვერ შეთანხმდნენ

პუტინი და ობამა ისევ ვერ შეთანხმდნენ

BBC-ის ინფორმაციით, მექსიკის ქალაქ ლოს-კაბოსის „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთი და ამერიკა ვერცერთ მნიშვნელოვან საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.

„მაგნიტსკის საქმესთან“ დაკავშირებით კრემლის პირველმა პირმა საკმაოდ მკაცრად შეაფასა ამერიკის სენტის გადაწყვეტილება- როგორც იმოქმედებს ამერიკა, ისე ვიმოქმედებთ ჩვენც. რუსი დიპლომატების საკმაოდ დიდ ნაწილს ანგარიშები აქვთ გახსნილი ამერიკის ბანკებში, აქვთ შეძენილი უძრავი ქონება, ხოლო  მათი შვილები უმაღლეს განათლებას ამერიკის უნივერსიტეტებში იღებენ.

„თუ  იქნება რაიმე შეზღუდვები დაწესებული რუსი პოლიტიკოსებისთვის ამერიკაში შესვლასთან დაკავშირებით, ესე იგი, ჩვენი მხრიდანაც იქნება შესაბამისი ზომები მიღებული იმ საკმაოდ დიდი რაოდენობით ამერიკელების მიმართ, რომლებსაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სურთ შემოსვლა“,-განაცხადა პუტინმა.

მართალია, „დიდი ოცეულის“ სამიტი ეკონომიკური ფორმატისაა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა ევროპაში რაკეტსაწიანააღმდეგო დანადგარების განთავსებასთან და სირიასთან დაკავშირებით, პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა.

პუტინის განცხადებით, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსების საკითხის გადაწყვეტა არ არის დამოკიდებული იმასთან, გახდება თუ არა ბარაკ ობამა ხელახლა ამერიკის პრეზიდენტი, აქ მთავარია გათვალისწინებული იყოს რუსეთის, ევროპისა და ამერიკის შეხედულებები თანაბრად. „ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ეს სისტემა და ერთად უნდა განვიხილოთ ის რისკები, რაც ამ საკითხთანაა დაკავშირებული“,-აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

 რაც შეეხება სირიას, აქაც ამერიკისა და რუსეთის პოზიციები ისევ გაყოფილია. ვლადიმერ პუტინი არ აპირებს ამერიკისა და დასავლეთის სურვილის ასრულებას და რაიმე ზემოქმედების მოხდენას ბაშარ ასადზე და აცხადებს, რომ ყველაფერი სირიელი ხალხის გადასაწყვეტია. „დიახ, ჩვენ ვიცით, რომ არის სირიელიხახლის გარკვეული ნაწილი, რომელსაც ბაშარ ასადის წასვლა უნდა, თუმცა ეს მთელი სირიელი ხალხი არაა“,-განაცხადა პუტინმა.