„თავისუფალი საქართველო“ დედოფლისწყაროში ჯილეხის ფაქტის გამოვლენის გამო კარანტინის გამოცხადებას მოითხოვს

„თავისუფალი საქართველო“ დედოფლისწყაროში ჯილეხის ფაქტის გამოვლენის გამო კარანტინის გამოცხადებას მოითხოვს

„თავისუფალი საქართველო“ დედოფლისწყაროში ჯილეხის ფაქტის გამოვლენის გამო კარანტინის გამოცხადებას მოითხოვს„თავისუფალი საქართველო“ დედოფლისწყაროში ჯილეხის ფაქტის გამოვლენის  გამო კარანტინის გამოცხადებას მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაცია სპეციალიურ  განცხადებას ავრცელებს.

 განცხადებაში ნათქვამია, რომ დედოფლისწყაროში მწარე წყლის ტერიტორიაზე მდებარე საქონლის ფერმაში გამოვლენილ იქნა მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში და ადამიანებში ჯილეხის შემთხვევა.

 „12 მსხვილფეხა რქოსანი დაეცა, სამ ადამიანს, რომელთაც შეხება ჰქონდათ საქონელთან, გამოუვლინდა ჯილეხის კანის ფორმა. მიმდებარე ტერიტორიაზე  აცრილ იქნა მასობრივად პირუტყვი, მაგრამ კვლავ გრძელდება დაავადებული საქონლის დახოცვა“ – აღნიშნეს ვეტერინარიის და ჯანდაცვის სამსახურებში.

  „თავისუფალი საქართველო“-ს დედოფლისწყაროს ორგანიზაცია აპროტესტებს ვეტერინარიის სამსახურის უმოქმედობას. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე, თამილა გურაშვილი აცხადებს, დედოფლისწყაროში გასულ წელსაც იქნა გამოვლენილი ჯილეხის შემთხვევა, როგორც ადამიანზე, ასევე საქონელზე თუმცა აღნიშნეს, რომ საქონლის მასობრივი ვაქცინაცია მაინც არ ხდება.

 „ ვინაიდან, მუნიციპალიტეტი არაკეთილსაიმედო ზონაა, მოვითხოვთ ,სასწრაფოდ გამოცხადდეს რაიონში კარანტინი. მასობრივად აიცრას არა მარტო მიმდებარე ტერიტორიაზე, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტში საქონელი. ვეტერინარიის სამსახურის უფროსის, მიხეილ ქევხიშვილის  გულგრილი და უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო, მოსახლეობა  დაუცველია ასეთი მძიმე დაავადებისგან, მოვითხოვთ დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სოფლებში, ზემო მაჩხაანში, არბოშიკში,ზემო ქედში და საბათლოში  გამოვლენილი ცოფის შემთხვევების გამო გამოცხადებულია  კარანტინი“, - ნათქვამია დედოფლისწყაროს ორგანიზაციის განცხადებაში.

 გარდა ამისა პარტია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მოსახლეობის მიმართ  გულგრილი და ზერელე დამოკიდებულების გამო, მათი პასუხისმგებლობის დაყენების საკითხსაც მოითხოვს.