არიზონას შტატში, ქალაქ სკოტსდეილში, გამართულ აუქციონზე 1955 წელს გამოშვებული ავტომობილი Mercedes Benz 300SL რეკორდულ ფასად, 4 მილიონ 62 ათას დოლარად გაიყიდა. ავტომობილის სასტარტო ღირებულება 2.5 მილიონი დოლარი იყო. მისი მფლობელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
„მერსედესმა“ 1954–1957 წლებში Benz 300SL - ის 1400 ეგზემპლარი გამოუშვა. მათგან მხოლოდ 29 ცალი იყო დამზადებული ალუმინისგან. აუქციონზე გაყიდული ავტომობილი სწორედ ერთ-ერთი მათგანია.
უძველესი სპორტული ავტომობილს 212 ცხენის ძალა აქვს და 260 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.