„დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ მსჯავრდებულ თორნიკე არველაძეს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. პარტიაში მის უკანონო პატიმრობას აპროტესტებენ და აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგზე „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბესო ტაბატაძე ისაუბრებს.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ რუსთავის საპყრობილეში მყოფი მსჯავრდებული უკანონოდაა დაპატიმრებული და მის სასამართლო პროცესს განგებ აჭიანურებენ.