რეჟისორ ქეთი დოლიძის განცხადებით, ბანკ „ქართუს“ ანგარიშზე დაყადაღების მომენტში, „ერთი თეთრიც არ ედო“.
დოლიძის თქმით, მის პირად ანგარიშს გუშინ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ყადაღა 5 წლის წინანდელი საქმის გამო დაედო.
დოლიძის განმარტებით, მაშინ მის ოჯახს ძალიან უჭირდა. შესაბამისად, ორი ქალბატონისგან სესხი აიღო და როგორც აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ თანხა სრულად დააბრუნა, ერთ-ერთმა მათგანმა იჩივლა და ამტკიცებს, რომ სესხი არ დაუფარავს.
„საქმეში დევს გადახდილი ქვითრებიც, გარდა ერთისა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში, არც არის გასაკვირი, რომ დაიკარგა. სწორედ ამ ერთი ქვითრის გამო საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 5 ათასი ლარის გადახდა დამაკისრა. ბუნებრივია მას არ გადავიხდი“, - განაცხადა დოლიძემ.