ჰოლივუდი ჯერ იყო და კომიქსომანიამ მოიცვა, შემდეგ მოდაში ლეგენდარული ზღაპრების ეკრანიზაციები შემოვიდა. სხვადასხვა კინოსტუდიებმა ეკრანზე გააცოცხლეს, წითელქუდა, ალისა, კონკია, ფიფქია და ა.შ. ამ უკანსაკნელი ზღაპრის ეკრანიზაციისთვის სტარტი ერთდროულად ორმა პროექტმა აიღო. პირველი ფილმია „ფიფქია: ჯუჯების შურისძიება,“ იგივე „სარკევ, სარკევ“ სადაც მთავარ როლებს ლილი კოლინზი და ჯულია რობერტსი თამაშობენ. ლილი ფიფქიაა, ხოლო ჯულია ბოროტი დედინაცვლის როლს ასრულებს, „ლამაზმანი" მსახიობი ქარიზმატული და ცოტა კომიკური დედინაცვალი გამოვიდა. ამ ფილმს დაემატა ფიფქიას მეორე ეკრანიზაცია, რუპერტ სანდერსის ფილმი „ფიფქია და მონადირე“, სადაც ფიფქიას „ბინდის“ ვარსკვლავი კრისტიენ სტიუარტი თამაშობს, ხოლო ბოროტ დედინაცვალს შერონ სტოუნი.
ცოტა ხნის წინ კი, ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა ანჯელინა ჯოლის ახალი ფოტო „მძინარე მზეთუნახავის“ -ეკრანიზაციიდან, სადაც კეთილი ანჯელინა ბოროტი დედოფლის როლშია.
„მძინარე მზეთუნახავის“ ახალ ეკრანიზაციას „მალეფისენტი“ ჰქვია. ფილმის რეჟისორია დებიუტანტი რობერტ სტრომბერგი, რომელიც აქამდე მხატვრის ამპლუაში მუშაობდა ფილმებზე „ავატარი“ და „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“. თუ ვინ შევა სამსახიობო ჯგუფში ანჯელინა ჯოლის გარდა, ჯერჯერობით უცნობია.
„მალეფისენტს“ კინოსტუდია Walt Disney იღებს. არაოფიციალური ცნობებით, ავრორას როლში ელი ფენინგი მოგვევლინება.