საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ბათუმის შთაბეჭდილებიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა. ამის შესახებ მან წუხელ, საგანგებო სიტუაციების მართის ცენტრის - 112-ის დათვალიერებისას განაცხადა.
„ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ ძალიან ეფექტურად და არ შეიძლება ამან არ აღგაფრთოვანოს. მაგალითად, ჰილარი კლინტონმა აქ ხომ ძალიან გვაქო, ახლა ისრაელშია, იქ ლექციებს კითხულობს, ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა ბათუმის შთაბეჭდილებებიდან და ისევ იუსტუიციის სახლზე საუბრობს“- განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა იმ ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ საგანგებო, სასწრაფო და საპატრულო სამსახურებში განხორციელდა.
პრეზიდენტს მართვის ცენტრის მუშაობის დეტალები თბილისის მერმა გიგი უგულავამ ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად გააცნო.