აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში სომხეთის მხრიდან სროლები არ შეწყვეტილა. სომხური სამხედრო დანაყოფები ისროდნენ იჯევანის, ნოენბერიანსკის, ჯაბრიალსკის და კიდევ რამდენიმე რაიონიდან. მსხვერპლი და დაჭრილები აზერბაიჯანის მხარეს არ არის.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლი არ შეწყვეტილა სომხეთის მიმართულებით. აზერბაიჯანულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაარღვია მიცემული პირობა, დივერსიას მიმართა რამდენჯერმე და არ გაიყვანა სნაიპერები სასაზღვრო ზოლიდან.