„სახალხო კრებამ“ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან დაკავშირებით შეთავაზებული წინადადება სხვა საკითხებთან ერთად, კრების აღამსრულებელ საბჭოს სხდომაზე განიხილა.
„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის ნონა გაფრინდაშვილის განცხადებით, „კრება“ „ქართული ოცნების“ ლიდერის მიერ, შეთავაზებული წინადადებას მიესალმება და თანამშრომლობის შემდგომი ფორმატი კონკრეტული შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.
„კრების აღმასრულებელ საბჭოს სხდომაზე სხვადასხვა საკითხზე ვიმსჯელეთ, მათ შორის ივანიშვილის მიერ, მაჟორიტარებთან დაკავშირებით შემოთავაზებული წინადადება იყო. ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული წინადადება ძალიან მისაღები და სასიამოვნოა. „კრება“ ამას მხარს უჭერს. ახლა უბრალოდ, საჭიროა მოლაპარაკება, თუ რა ფორმით და როგორ შეიძლება მოხდეს თანამშრომლობა. ივანიშვილს ეს ჩემთვის პირდაპირ ხომ არ უთქვამს, ეს პრესიდან ითქვა“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.
გაფრინდაშვილის განცხადებით, აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე „კრების“ წევრების ინტერესის საგანს წარმოადგენდა ასევე ჰქონდათ თუ არა კონსულტაციები „კრებაში“ შემავალ პარტიებს ერთმანეთთან.
„გვაინტერსებდა მიდის თუ არა მოლაპარაკებები „სახალხო კრებასთან“ ასოცირებულ, ჩვენთან არსებულ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, რაზეც გვითხრეს, რომ კონსულტაციები მიდის, მაგრამ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.
ცნობისთვის, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრესაში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები „სახალხო კრების“ წევრებთან: ნონა გაფრინდაშვილთან, ლუკა კურტანიძესთან და სოსო ჯაჭვლიანთან არ გამორიცხა.