ქეთი დოლიძის ანგარიში დაუყადაღეს

ქეთი დოლიძის ანგარიში დაუყადაღეს

რეჟისორ, ქეთი დოლიძის ანგარიში „ბანკი ქართუში“ დაყადაღებულია. ამის შესახებ რეჟისორმა ინფორმაცია facebook-ის საშუალებით გაავრცელა.

„ვაშა! დამიყადაღეს ქართუს ანგარიში! საცოდავები!“ - სოციალური ქსელის პირად გვერდზე ეს სტატუსი რეჟისორმა რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა, თუმცა სხვა არანაირი ინფორმაცია არ აქვს დაკონკრეტებული.

ჩვენ შევეცადეთ ქეთი დოლიძესთან დაკავშირება, თუმცა ეს ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამიტომ ჯერჯერობით უცნობია რა რაოდენობის თანხა არის დაყადაღბული ან რა გახდა ამის მიზეზი.