ჯონდი ბაღათურიამ შესაძლოა საბურთალოზე იყაროს კენჭი

ჯონდი ბაღათურიამ შესაძლოა საბურთალოზე იყაროს კენჭი

„ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ შესაძლოა საბურთალოზე იყაროს კენჭი.  From.ge-სთან საუბარში ბაღათურიამ განაცხადა, რომ მაჟორიტარობას ნამდვილად აპირებს, თუმცა, კონკრეტულ რაიონზე ჯერ საბოლოო  გადაწყვეტილება მიღებული არა აქვს.

„ჩვენ მაჟორიტარული მანდატები უნდა წავართვათ უმრავლესობას და რეალურმა ოპოზიციამ პარლამენტში უმრავლესობა უნდა მოიპოვოს. მაჟორიტარად აუცილებლად ვიყრი კენჭს, ეს საბურთალო იქნება, ბათუმი თუ სამეგრელოს ერთ-ერთი რაიონი ამაზე სულ მალე ჩამოვყალიბდები“, - აღნიშნა ბაღათურიამ.

მისივე თქმით, „ქართული დასის“ პოზიციაა, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციური პარტიების  ლიდერებმა ერთმანეთს ხელი შეუწყონ.