ნეიტრალური პასპორტის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირთა  სწავლას განათლების სამინისტრო  დააფინანსებს

ნეიტრალური პასპორტის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირთა სწავლას განათლების სამინისტრო დააფინანსებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სხვადასხვა მოქმედი სასწავლო პროგრამის ფარგლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა სწავლას დააფინანსებს. ამასთან დაკავშირებით სამინისტრომ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სამინისტროს მიერ იმ პირთა სწავლა დაფინანსება, რომელთაც ნეიტრალური პასპორტი ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი აქვთ.

 მთავრობის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სხვადასხვა სასწავლო პროგრამის ფარგლებში,  აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა განათლების პროცესს  საქართველოსა თუ საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, დააფინანსებს.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი იმ პირთა სწავლა დაფინანსდება, რომლებსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე, ლეგიტიმურად აქვთ მინიჭებული პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.

აღნიშნული კანდიდატები ვალდებულნი არიან, დაფინანსების მოთხოვნამდე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოთხოვილ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, შესაბამის სამსახურში წარადგინონ იმ სააგენტოს მიერ გაცემული პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც თავის უფლებამოსილებას  უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით ახორციელებს.