117-ე სკოლის დირექტორმა კლასიდან კლასში გადასასვლელი გამოცდები გააუქმა

117-ე სკოლის დირექტორმა კლასიდან კლასში გადასასვლელი გამოცდები გააუქმა

თბილისის 117-ე სკოლის დირექტორმა დალილა ზუხბაიამ  კლასიდან კლასში გადასასვლელი გამოცდები გააუქმა.

დირექტორმა  ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოსწავლეებმა და მშობლებმა პედაგოგებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართეს და გამოცდების გაუქმება მოითხოვეს.

მათი განმარტებით, დირექტორმა მეშვიდე-მეცხრე კლასის მოსწავლეებისთვის სამი, ხოლო, უფროსკლასელთათვის ექვსი გამოცდა ისე დანიშნა,  რომ მათთვის გამოცდების ჩატარების საჭიროება თავიდანვე, წლის დასაწყისიდან არ იყო ცნობილი.

როგორც ერთ ერთი მოსწავლის მშობელი აცხადებს, აუცილებელი იყო ბავშვებს წინასწარ ცოდნოდათ, დაახლოებით რა საკითხები იქნებოდა გამოცდაზე, მითითებული ყოფილიყო ლიტერატურა და მასწავლებლებსაც სათანადოდ მოემზადებინათ.

„წლის ბოლოს შეიცვალა დირექტორი და მან სრულიად ახალი პირობები შემოგვთავაზა. ჩვენ არ ვართ გამოცდების ჩატარების წინააღმდეგები, მაგრამ ის ბავშვების ინტერესებისკენ უნდა იყოს მიმართული და არ უნდა იყოს მათთვის ზიანის მომტანი“, - აცხადებენ მშობლები.

მოსწავლეების ცნობით, გამოცდაზე იყო ისეთი საკითხებიც, რომელიც მანამ კლასგარეშე ლიტერატურად იყო მითითებული, საბოლოო ჯამში კი საგამოცდო საკითხებში აღმოჩნდა.

„საკმაოდ რთული საკითხები იყო და თითქმის ეროვნული გამოცდების დონეზე ითხოვდნენ ბავშვებისგან ცოდნას“, - აღნიშნეს მშობლებმა.

117-ე სკოლის მოსწავლეთა მშობლები დიერექტორთან შეხვდრას ითხოვდნენ  დირექტორი,მათ არ შეხვდა, თუმცა გამოცდების გაუქმების შესახებ წერილობითი გადაწყვეტილება სკოლის შენობაზე გამოაკრა.