გიორგი ბარამიძე დეპუტატობას აპირებს

გიორგი ბარამიძე დეპუტატობას აპირებს

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ადასტურებენ, რომ გიორგი ბარამიძე საპარლამენტო არჩევნებში კენჭს ნამდვილად იყრის.

მათი თქმით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრზე გიორგი ბარამიძეზე ხელისუფლებაში საუბარი ნამდვილად იყო და ის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.  

გავრცელებული ინფორმაციით, ბარამიძე კენჭისყრას დიდუბეში აპირებს.

გიორგი ბარამიძემ დიდუბის რაიონში მაჟორიტარი წინა მოწვევის პარლამენტებშიც იყო.

2004 წლიდან ის  არის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. 2006 წლის აპრილში კი საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.