პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას განცხადებას დაუსაბუთებელს უწოდებს.
როგორც კერვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნებისმიერი განცხადება, რომელიც დასაბუთებული არ არის, ადამიანის უფლებებს და უდანაშაულობის პრეზუმპციას არღვევს.
„ასეთი განცახდებები მისასალმებელი არ არის“, – აღნიშნა რუსუდან კერვალიშვილმა.
დღეს "ქართული დასის" ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ პარლამენტს ვიცე-სპიკერი ჰყავს რომელსაც 5 ათასი ადამიანი ფულის მოპარვას ედავება და ის მაინც ვიცე–სპიკერია.
ბაღათურიას დღეს ვიცე–სპიკერის რუსუდან კერვალიშვილის გვარი არ დაუსახელებია, თუმცა, ის იგულისხმა.