დღეს, მილიონობით ბრიტანელი პირადი ჰიგიენის დაუცველობის გამო, დიდი საფრთხის წინაშე დგას. ისინი არ იბანენ ხელებს საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ, არ იღებენ შხაპს დილით და წელიწადში ერთხელ ასუფთავებენ მაცივარს. ასეთი რეზულტატი აჩვენა ახალმა ბრიტანულმა გამოკითხვებმა.
თუ კვლევებს დავუჯერებთ, ბრიტანელებს ბევრი პრობლემა აქვთ. რამდენიმე ხნის წინ, აღმოჩნდა, რომ ინგლისელები სიმსუქნეს უჩივიან, ახლა ამ მავნე ჩვევას, კიდევ ერთი - სიბინძურეც დაემატა.
ორგანიზაცია Dettol Habit -ის მიერ გამოკითხული ბრიტანელი მოქალაქეების 27 პროცენტი, ამბობს, რომ არასდროს იბანენ ხელებს საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ, რადგანაც ოფისში და სახლში უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ელოდებათ. მამაკაცთა 58 პროცენტი ამბობს, რომ არ იღებენ შხაპს დილით.
ზუსტად ასე ეკიდებიან ინგლისელები საკუთარი სახლების სისუფთავესაც. როგორც რესპოდენტთა უმრავლესობა ამბობს, საპირფარეშო ბოლოს ერთი თვის ბოლოს დაალაგეს. 10 პროცენტი აცხადებს, რომ ორ კვირაში ერთხელ ალაგებს. ქვეშაგებსა და თეთრეულს ინგლისელები თვეში ერთხელაც არ სცვლიან. მოქალაქეთა 11 პროცენტი აღიარებს, რომ მათ სახლში დიდი სიბინძურეა.
გამოკითხვებმა ისიც აჩვენა, რომ ყოველი მეხუთე ბრიტანელი მაცივარს წელიწადში ერთხელ ასუფთავებს. გამოკითხულთა ნახევარი სადილის, საუზმისა და ვახშმის ნარჩენებს მაგიდაზევე ტოვებს.
ვირუსოლოგიის კოლეჯის პროფესორმა, ჯონ ოქსფორდმა ინგლისელებს წარუდგინა ჰიგიენური რჩევები, სადაც ამბობს - „ჩვენ არ გთავაზობთ თქვენ ცხოვრებას სტერილურ გარემოში, ეს შეუძლებელიც იქნება, მაგრამ ჩვენ გირჩევთ ხელები დაიბანოთ და სახლი დაალაგოთ, რომ ინფექციებისა და ბაქტერიების მსხვერპლი არ გახდეთ.“
იმედია ბრიტანელები სპეციალისტის რჩევებს მაინც გაითვალისწინებენ.