საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის” თავმჯდომარეს დიმიტრი ლორთქიფანიძეს აინტერესებს რატომ ცდილობს ხელისუფლება ისტორიული მეხსიერების ჩაკვლას.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ტყიბულის რაიონის სოფელ ხრესილში აღმართულია ოსმალთა ბატონობაზე გამარჯვების მემორიალი. მისი თქმით, ამ მემორიალზე ადრე წარწერა იყო, რომ 1757 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს ჯარმა იმერეთის მეფის, სოლომონის მეთაურობით ოსმალეთზე გამარჯვება მოიპოვა. ოპოზიციონერი დეპუტატის ინფორმაციით, დღეს ეს წარწერა ამოშლილია და მის მაგივრად წერია, რომ „იმერეთის მეფემ მოიპოვა გამარჯვება მტერზე“.
„მინდა შეგეკითხოთ, თუ კი რუსეთი დღეს ოკუპანტად არის აღიარებული და სრულიად სამართლიანად, თურქეთი, ოსმალთა იმპერია არ იყო ოკუპანტი? არ ახორციელდებდა ანექსიას? რატომ ვკლავთ ისტორიულ მეხსიერებას?“ – მიმართა ლორთქიფანიძემ უმრავლესობას.