საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი ივან იესტრჟაბი და მისი მოადგილე მიროსლავ კოზეკოვი ხუთდღიანი ვიზიტით სოხუმშს სტუმრობენ. აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ლეონიდ ლაკერბაიასა და ჩეხეთის დელეგაციის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ საქართველოში ჩეხეთის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აფხაზეთში შეხვედრების შემდეგ მან მიიღო საკმაოდ დიდი ინფორმაცია, რომელსაც თავისი ქვეყნის ხელისუფლებას წარუდგენს.
„ეს შეხვედრები ჩვენთვის ფასეული იყო. მივიღეთ საკმაოდ დიდი ინფორმაცია, რომელსაც ჩემი ქვეყნის ხელისუფლებას წარვუდგენ. ჩვენ განვიხილეთ დღევანდელი სიტუაცია აფხაზეთში. ლეონიდ ლაკერბაიამ ინფორმაცია მოგვაწოდა იმ წარმატებების შესახებ, რაც აფხაზეთში ხდება. ჩვენ ღიად შევეხეთ საკითხებს და პრობლემებს, ვისაუბრეთ იმაზე, რაც აფხაზეთს სჭირდება. მე მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ჩეხეთის რესპუბლიკამ საკმარისად არ იცის, რა ხდება აფხაზეთში, თქვენს პრობლემებზე და რა სახით შეიძლება ჩვენ ჩავერთოთ მათ გადაწყვეტაში“,- განაცხადა ივან იესტრჟაბიმ.